ლევან ანდრიაშვილი ქვემო ხოდაშენის, წინანდლის და კონდოლის მოსახლეობას შეხვდა

22 February, 2022

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი პირველ მოადგილესთან ნიკოლოზ მეტრეველთან ერთად ქვემო ხოდაშენის, წინანდლისა და კონდოლის მოსახლეობას შეხვდა.

მოსახლეობის გადაწყვეტილებით, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებად დასახელდა:

ქვემო ხოდაშენი - სოფელში გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა, სატრენაჟორო დარბაზისათვის ტრენაჟორების შეძენა.

წინანდალი - სატრენაჟორე დარბაზის მოწყობა, N1 საბავშვო ბაღის ეზოს შემოღობვა.

კონდოლი - ღია სივრცეში ტრენაჟორების მოწყობა.

 

Share page