ც ნ ო ბ ა
ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №11 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის მისაღებად წარმომადგენლობით ორგანოში დაწყებულია და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიები და ფრაქციები დადგენილების პროექტს 2023 წლის 23 ივნისამდე განიხილავენ. ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად 2023 წლის 01 ივლისამდე წარედგინება.
დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დადგენილების პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები შეუძლიათ წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქალაქი თელავი, ერეკლე II-ის გამზირი N16 (პასუხიმგებელი პირი: ტარიელ გალახვარიძე - თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი; ტელ: 599857722; ელ. ფოსტა: telavimunicipalitycouncil@gmail.com; ოფიციალური ვებ-გვერდი: www.telavi.gov.ge).