სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომა
2023 წლის 15 აგვისტოს, 13 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომა ჩატარდება.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე იმსჯელებენ:
- თელავის ჭადრის ხისთვის ადგილობრივი მნიშვნელობის დაცული ხის სტატუსის მინიჭების შესახებ;
- თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 თებერვლის N10 განკარგულებაში „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.