თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27 მარტის მორიგი სხდომის დღის წესრიგის პროექტი
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ წარმომადგენლობითი ორგანოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის პროექტი განსაზღვრა.
საკრებულოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 10 საკითხზე იმსჯელებენ.
საკრებულოს მორიგი სხდომა 27 მარტს, 12 საათზე ჩაინიშნა.
მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16.