შეხვედრა თელავის მუნიციპალიტეტის მეთორმეტე კლასელებთან

23 May, 2024

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცა.

ახალგაზრდებთან შეხვედრა ერეკლე მეფის სასახლის ეზოში გაიმართა.

მოსწავლეებმა ერთმანეთს თავიანთი გეგმები გაუზიარეს, ისაუბრეს პროფესიულ განვითარებაზე. შეკრებილმა ახალგაზრდებმა თელავის მუნიციპალიტეტის მერთან ის პროექტებიც განიხილეს, რომელთა განხორციელებასაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით ისურვებდნენ. 

“სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა! გილოცავთ, სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას. წინ მრავალი თავგადასავალი გელოდებათ. თქვენ ხართ მომავალი თაობა, რომელზეც იმედებს ვამყარებთ, რომ არჩეული პროფესიით ყოველთვის იქნებით თქვენი ქალაქისა და ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ ცხოვრების გზაზე დიდ წარმატებას!” - ლევან ანდრიაშვილი. 

Share page