თელავში დამეგობრებული ევროპული ქალაქების ჩართულობით ფორუმი გაიმართა
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, თელავს დამეგობრებული ქალაქების დელეგაციები სტუმრობენ.
ოფიციალური ვიზიტით, ლიეტუვის ქალაქების, ანიკშჩაისა და კედაინიაის, ისრაელის ქალაქ აფულასა და გერმანიის ქალაქ ბიბერახის წარმომადგენლები იმყოფებიან.
დღეს, წინანდალში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ დამეგობრებული ქალაქების, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თელავის პროფესიული კოლეჯის, თელავის ტექნო პარკის, GIZ-ის ჩართულობით ფრომუს სახელწოდებით „თანამშრომლობა პარტნიორ ქალაქებთან“ უმასპინძლა.
ფორუმს საქართველოში ლიეტუვის საპატიო და სრულუფლებიანი ელჩი ანდრიუს კალინდრაც ესწრებოდა.
ფორუმის მიზანს, თელავსა და დამეგობრებულ ქალაქებს შორის, პარტნიორ ორგანიზაციებსა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლობებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და განვითარება წარმოადგენდა.
დელეგატებსა და დამსწრე საზოგადოებას ფორუმზე მასპინძელმა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, თენგიზ მთვარელიშვილმა მიმართეს.