თელავში დასაქმების ფორუმი გაიმართა

14 June, 2024

 

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში დასაქმების ფორუმი გაიმართა.

ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე პლატონ კალმახელიძე და თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში 20-ზე მეტმა კომპანიამ წარმოადგინა აქტიური ვაკანსიები.

ფორუმზე დასწრების და მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ჰქონდა.

14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით თელავის დასაქმების ფორუმზე ყურადღება გამახვილდა შშმ და სსმ პირთა დასაქმებასა და ინტეგრირებაზე.

დასაქმების ფორუმის პარალელურად, ადგილობრივი სოციალური საწარმოებისა და პროფესიული კოლეჯების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვაც გაიმართა.

თელავის დასაქმების ფორუმი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით ჩატარდა.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ფორუმებს, მოქალაქეთა დასაქმებისა და ეკონომიკური აქტივობების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ყოველთვიურად მართავს. შემდეგ ღონისძიებას ივნისის თვეში აჭარა უმასპინძლებს.

 

Share page