თელავში რობაქიძის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

22 July, 2024

თელავში, გრიგოლ რობაქიძის ქუჩის ნაწილისა(რუსთაველის გამზირიდან თამარის ქუჩის კვეთამდე) და რობაქიძის II ჩიხის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.

300მ სიგრძის გზაზე ასფალტის საფარის მეორე ფენა დაიგო.

სამუშაო პროცესს თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, შესაბამისი სამსახურისა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელთან ერთად გაეცნო.

უკვე დასრულებულია რობაქიძის ქუჩის I ნაწილის(თამარის ქუჩის კვეთიდან ლეონიძის ქუჩამდე, 390მ) რეაბილიტაციაც, სადაც ორფენიან ასფალტის საფართან ერთად, მოწყობილია ბორდიურები, სანიაღვრე სისტემა, ტროტუარები და საგზაო ნიშნები.

 

 

 

 

Share page