ყოველწლიური ფესტივალი "ჭაჭა" თელავში 19 ოქტომბერს გაიმართება
ყოველწლიური ტრადიციული ფესტივალი „ჭაჭა“ – 2024
2024 წლის 19 ოქტომბერი, 12:00 - 18:00 სთ. თელავი, ერეკლე მეფის მოედანი
ფესტივალის პროგრამა:
• 12:00- ფესტივალის გახსნა მუსიკალურ- თეატრალიზებული მსვლელობით;
• 12:45-13:00 საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის
„საქპატენტი“ მიერ საქართველოს დაცული გეოგრაფიული აღნიშვნების პრეზენტაცია;
• 12:30 – 18:00
- კახეთის რეგიონის ყველა - რვა მუნიციპალიტეტის მცირე მარნების, ფერმერების და გლეხების და ასევე ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების მიერ ჭაჭის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა;
- კახეთის რეგიონის ყველა - რვა მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი კუთხეების წარდგენა, მათთვის დამახასიათებელი ეთნოსის, ტრადიციების და კულტურის წარმოჩინებით;
- კახეთისთვის დამახსიათებელი გასტრონომიული კუთხე და ტრადიციული კერძების გამოფენა-გაყიდვა;
- კახეთის რვა მუნიციპალიტეტის 60-ზე მეტი მეწარმის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
- მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი კულტურული პროგრამა, რომელსაც ტრადიციულად წარუძღვება საქართველოს სახალხო არტისტი, თელავის თეტარის მსახიობი ვანო იანტბელიძე;
• 14:00–16:00 - ფესტივალის ფარგლებში საკონკურსო ჟიური ჩაატარებს ჭაჭის სადეგუსტაციო ერთობლივ მასტერკლასს:
- გიორგი სოლომნიშვილი - რა უნდა გავითვალისწინოთ მაღალი ხარისხის ჭაჭის გამოხდისას - ძირითადი პრინციპები;
- გიორგი დათუკიშვილი - ჭაჭის გამოსახდელად საჭირო ყურძნის მიმართ წაყენებული მოთხოვნები;
- გიგა კუჭავა - რა უნდა გავითვალისწინოთ ჭაჭის ნაზავის შექმნისას;
- ზაზა გრიგალაშვილი - ჭაჭის მარკეტინგი, დეგუსტაცია და შეხამება.
• 16:00-17:00 - თეატრი № 1-ი სპექტქკლი „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ (რეჟისორი კიაზო ჯობავა) თეატრალიზებული მუსიკალური ნომრებით.
• 17:00 - გამარჯვებულების დაჯილდოვება 2024 წელს საუკეთესო ჭაჭის წარმოებისთვის - ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით, შესაბამისი მოწმობებით - ცალკე ფერმერები და გლეხები, ცალკე კომპანიები.
• 17:30 - 2024 წლის ფესტივალზე ყველაზე კრეატიული მუნციპალიტეტის დაჯილდოება, რომელსაც ფესტივალის ორგანოზატორის მხრიდან გადაეცემა მის ტერიტორიაზე არსებული სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის ფულადი ჯილდო;
ფესტივალის ორგანიზატორები:
- საქართველოს კულტურის პალატა;
- ტურიზმის განვითარების ასოციაცია;
- კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.
- თელავის მუნიციპალიტეტის მერია.
ფესტივალის მხარდამჭერები:
- საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო;
- საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“;
- საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
- სასტუმრო Holiday Inn Telavi
ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები:
- საზოგადოებრივი მაუწყებელი;
- ტელეკომპანიები: „იმედი“, „რუსთავი 2“ და “POS TV”.