აფხაზეთში, ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 27 წელი გავიდა

2 ივლისი, 2020

აფხაზეთში, დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 27 წელი გავიდა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით ბეგიაშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ფიქრია ყუშიტაშვილმა, მერიისა და საკრებულოს, ასევე ვეტერანების საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებმა ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

1993 წლის 2 ივლისს, აფხაზეთის ომის დროს, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგე
ძალებმა საზღვაო დესანტი გადმოსხა. რამდენიმე დღიანი ბრძოლის შედეგად, ქართულმა მხარემ 300-მდე მებრძოლი
დაკარგა. ამის მიუხედავად, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს და პოზიციები შეინარჩუნეს.

გააზიარე