არქეოლოგიური ნაშთები
2018 წლის 11 ივნისს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ძეგლთა დაცვის განყოფილების თანამშრომლებმა, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩაატარეს პირველადი დათვალიერება თელავში ლაღიძის ქუჩა #37-ში მდებარე კერძო სასტუმროს ეზოში, სადაც სამშენებლო სამუშაოებისას, შემთხვევით, აღმოჩენილი იქნა აგურით ნაშენი მცირე ნაგებობის ნაშთები. სავარაუდოდ ნაგებობა წარმოადგენს XVII-XVIII საუკუნეების კერამიკის გამოსაწველ ქურას. იქვე აღმოჩნდა დიდი ზომის ქვევრის ფრაგმენტები და მოხატული ჭურჭლის ნატეხი.
ინფორმაცია გადაცემულ იქნა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსათვის, რის შემდეგაც უახლოეს მომავალში მოწვეული სპეციალისტების მიერ მოხდება არქეოლოგიური ნაშთების შეფასება და კვლევა.