ბიურომ საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ წარმომადგენლობითი ორგანოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა.
ბიუროს წევრების გადაწყვეტილებით, საკრებულო 26 ივნისის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 ნორმატიული აქტის პროექტის დამტკიცებაზე, მათ შორის ქალაქ თელავის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე დადგენლების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე იმსჯელებს.
წარმომადგენლობითი ორგანოს მორიგი სხდომა 26 ივნისს, 12 საათზე ჩაინიშნა.