ბიურომ საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა

12 ნოემბერი, 2021

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ წარმომადგენლობითი ორგანოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა.

საკრებულო თელავის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის დამტკიცებაზე იმსჯელებს, რომელიც სოფელ ართანაში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოების და საზედამხედველო მომსახურების განხორციელების მიზნით თანხის მობილიზებას ითვალისწინებს.

ცვლილების პროექტის მიხედვით ბიუჯეტიდან ასევე გამოიყოფა თანხა თელავის დასავლეთ შემოსასვლელში არსებული კემპიგის ეზოს შემოღობვის და კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელების მიზნით.

საკრებულოს წევრები ასევე განიხილავენ საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე განსახილველად წარსადგენი თელავის მუნიციპალიტეტში 2021-2022 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ წარმომადგენლობითი ორგანოს განკარგულების პროექტს.

საკრებულოს მორიგი სხდომა 19 ნოემბერს, 12 საათზე ჩაინიშნა.

 

 

გააზიარე