ც ნ ო ბ ა

1 May, 2023

ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის №22 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“   ცვლილების შეტანის თაობაზე“  ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების მიზნით წარმომადგენლობით ორგანოში დაწყებულია და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიები და ფრაქციები დადგენილების პროექტს 2023 წლის 24 მაისამდე განიხილავენ. ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად 2023 წლის 01 ივნისამდე წარედგინება.

დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დადგენილების პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები შეუძლიათ წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქალაქი თელავი, ერეკლე II-ის გამზირი N16 (პასუხიმგებელი პირი: ტარიელ გალახვარიძე - თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი; ტელ: 599857722; ელ. ფოსტა: telavimunicipalitycouncil@gmail.com; ოფიციალური ვებ-გვერდი: www.telavi.gov.ge).

გააზიარე