ც ნ ო ბ ა

31 აგვისტო, 2020
ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ საკრებულოში დაწყებულია და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება შემდეგი ნორმატიული აქტების მისაღებად:

1. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №42 დადგენილებაში ,,თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.

2.საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის, და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ

3. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 08 თებერვლის №12 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

4. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №16 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

5.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №03 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.

6.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №17 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.

7.თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში და ფრაქციებში პროექტების განხილვა განხორციელდება 2020 წლის 22 აგვისტომდე.

დადგენილების პროექტების თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განხილვა განხორციელდება 2020 წლის 1 სექტემბრამდე.

დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დადგენილების პროექტებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები შეუძლიათ წარმოადგინონ 22 აგვისტომდე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში. ( მისამართი: ქ. თელავი ერეკლე II-ის გამზირი N16 Email: telavimunicipalitycouncil@gmail.com ოფიციალური ვებ გვერდი: www.telavi.gov.ge)

გააზიარე