ც ნ ო ბ ა
ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ საკრებულოში დაწყებულია და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება "ქალაქ თელავის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმის,
განაშენიანების გეგმის და ქალაქ თელავის ცენტრალური მოედნის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე - ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების შესახებ“ .
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში და ფრაქციებში ,,ქალაქ თელავის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმის, განაშენიანების გეგმის და ქალაქ თელავის ცენტრალური მოედნის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ პროექტის განხილვა განხორციელდება 2021 წლის 01 მარტამდე.
დადგენილების პროექტის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განხილვა განხორციელდება 2021 წლის 01 აპრილამდე.
დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დადგენილების პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები შეუძლიათ წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თელავი ერეკლე II-ის გამზირი N16 (პასუხიმგებელი პირი: ტარიელ გალახვარიძე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი; ტელ: 599857722. Email: telavimunicipalitycouncil@gmail.com ოფიციალური ვებ გვერდი: www.telavi.gov.ge)