წინანდალში მოსახლეობის ვაქცინაცია ჩატარდა
კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200 ლარიანი პროგრამა გრძელდება 2022 წლის თებერვლის თვეში.
კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების კამპანიის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ფიქრია ყუშიტაშვილმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ წინანდალში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ადგილზე მობილიზებული იყო ამცრელი ბრიგადა, აცრის სურვილი ადგილობრივებმა გამოთქვეს.
წახალისების პროგრამით სარგებლობა 50 წლის ზევით საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.
ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ.