დრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყო
თელავის მუნიციპალიტეტში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
მუნიციპალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი (MUSQAT) (შემდგომში პროექტი) 2 წლიანი პროექტია, რომელიც მიმდინარეობს 2019 წლის 17 ოქტომბრიდან. პროექტი ხორციელდება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მიერ.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მუნიციპალური მომსახურების გაუმჯობესებას კახეთის რეგიონში. მათ შორის შექმნას საფუძველი მაღალი ხარისხის, ყველასთვის ხელმისაწვდომი და კარგად ადმინისტრირებული მუნიციპალური სერვისების მიწოდებისთვის.