ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ სხდომა ჩაატარა

21 May, 2021

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ ხდომა ჩაატარა. კომისიის წევრებმა ქალაქ თელავში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ზურაბ კანდელაკისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ საკრებულოს განკარგულების პროექტზე იმსჯელეს.

პროექტის მიხედვით, ლეონიძის ქუჩაზე ექსტრემალური ატრაქციონის, ზიპლაინის მოწყობაა გათვალისწინებული. კომისიამ პროექტი არასრულყოფილად მიიჩნია და თელავის მუნიციპალიტეტის მერიას საკითხი განსახილველად უკან დაუბრუნა.

„წარმოდგენილი პროექტის მიხედვით არ არის განსაზღვრული აღნაგობის წლიური საფასური. გარდა ამისა, ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრება“, - განაცხადა  ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე შათირიშვილმა.

გააზიარე