ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

11 May, 2023

2023 წლის 18 მაისს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია სხდომას ჩაატარებს. სხდომაზე იმსჯელებენ საკრებულოს განკარგულების პროექტებზე, რომლებიც ითვალისწინებს: 

  • „ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი (CESL)“ პროგრამის ფარგლებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ გამოცხადებულ საპროექტო იდეების კონკურსზე განსახილველად წარდგენილი, თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონებას;

  • მდგრადი განვითარების მიზნების თელავის მუნიციპალური დოკუმენტის დამტკიცებას;

  • თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (ავტოსატრანსპორტო საშუალება) საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანასა და პრივატიზების გეგმის დამტკიცებას.

სხდომა 11 საათზეა ჩანიშნული. 

მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16. 

 

გააზიარე