კისისხევში ნათლისმცემლის ეკლესიისკენ მიმავალი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

3 ივნისი, 2020

 თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში ნათლისმცემლის ეკლესიისკენ მიმავალი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 550 მეტრის სიგრძის გზა და მოეწყობა სანიაღვრე არხი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია "როუდ სოლუშენი" ახორციელებს, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 379 973 ლარით ფინანსდება.

გააზიარე