ლოპოტას ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის შესასწავლად სპეციალისტები ჩავიდნენ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურთან, მდინარე ლოპოტას ხეობაში უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა და დიდი რაოდენობით მიწა ჩამოიშალა.
ვითარებას თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ბეგიაშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინიტრის პირველ მოადგილესთან ილია ბეგიაშვილთან, საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და სპეციალისტებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
სპეციალისტები ამ დროისთვის არსებულ მდგომარეობას დეტალურად სწავლობენ, მათ მიერ მომზადებული დასკვნის შემდეგ კი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყება.