იურიდიულ საკითხთა კომისიამ საჯარო ქვითრის გამოქვეყნების წესში ცვლილების პროექტი განიხილა

21 May, 2021

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესში ცვლილევის პროექტი განიხილა.

ნორმატიული აქტში ცვლილების შეტანის მიზეზია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გაცემული რეკომენდაციები.

სამანდატო საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის შეფასებით, საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენიელბასთან დაკავშირებით მთავრობის რეკომენდაციები სრულად გათვალისწინებულია, თუმცა საჯარიმო ქვითრის გამოქვენების მიზნით არ არის შექმნილი შესაბამისი პორტალი. კომისია მიმართავს მერიას რეკომენდაციით, აღნიშნული ხარვეზი საკრებულოს მორიგ გამოსწორდეს.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის გამოქვეყნების წესი 30 მარტს დაამტკიცა.

აღნიშნული დადგენილების მიზანია სამართალდამრღვევი პირისათვის ფოსტით გაგზავნილი საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ფოსტიდან დაბრუნებული საჯარიმო ქვითრის ოფიციალურ ვებ გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნება.  

 

გააზიარე