სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა თელავში შეხვედრა გამართეს

1 ივნისი, 2021

თელავში, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბენო გეგეჭკორმა თელავის მუნიციპალიტეტში მერის წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრა.

 შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, მათ შორის, აგრარული წარმოების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით იგეგმება და ხორციელდება.

 ყურადღება გამახვილდა აგროდაზღვევის პროექტზე, ასევე რთველი 2021-ის ორგანიზაციულ საკითხებსა და ახალ რეგულაციებზე.

 

გააზიარე