საბავშვო ბაღის 2 750 აღსაზრდელს სასურსათო კალათი გადაეცემა
თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 32 საბავშვო ბაღში სასურსათო კალათების დარიგება დაიწყო.
პროცესს ადგილზე გაეცნო თელავის მუნიციპალიტეტის მერი. ლევან ანდრიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია პანდემიის დროს ოჯახების თანადგომა და სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა ბაღის აღსაზრდელის ოჯახს სასურსათო კალათით.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სასურსათო კალათი საბავშვო ბაღების 2 750 აღსაზრდელს გადაეცემა.
კალათში პირველადი მოხმარების არამალფუჭებადი პროდუქტებია მოთავსებული.
ლევან ანდრიაშვილთან ერთად სასურსათო კალათების გაცემის პროცესში მონაწილეობა მიიღეს მერის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ მეტრეველმა, მერის მოადგილემ ფიქრია ყუშიტაშვილმა და ადმინისრაციის სამსახურის უფროსმა თამარ ზაზანაშვილმა.