თელავი 14 ივნისს შშმ/სსმ პირთა დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს
თელავის მუნიციპალიტეტი 14 ივნისს შშმ/სსმ პირთა დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს.
თუ ცხოვრობთ კახეთში და ეძებთ სამსახურს, ეს შესაძლებლობა არ უნდა გამოტოვოთ!
-ერთ სივრცეში შეხვდებით 20-მდე კომპანიის წარმომადგენელს;
-შეძლებთ გაესაუბროთ მათ პირისპირ;
-მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას ვაკანტური პოზიციების შესახებ და შეარჩევთ თქვენთვის მისაღებს და საინტერესოს.
ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სამუშაოს მაძიებელ პირს.
ადგილზე მოეწყობა მცირე მეწარმეებისა და სტარტაპერების გამოფენა-გაყიდვა.
დასაქმების ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით ჩატარდება.
თარიღი - 14 ივნისი;
დრო - 14:00-16:00;
ადგილი - თელავის ისტორიული მუზეუმი.