ინფრასტრუქტურული პროექტები თელავში
თელავში ინფრასტრუქტურული პროექტები პარალელურ რეჟიმში მიმდინარობს.
ლესელიძის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება მიმდინარეობს. ქუჩასთან ერთად, მოასფალტდა ლესელიძის I ჩიხიც. 465მ სიგრძის გზის მონაკვეთზე მოწყობილია სანიაღვრე სისტემა, გზის ფეხით სავალი ნაწილი და ეზოებში შესასვლელები.
გრძელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობაც. სამუშაოები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს დუმბაძის #20, აღმაშენებლის #54 და #56 კორპუსების ეზოებში. აღმაშენებლის შესახვევში კი რეაბილიტაცია დაწყებულია #1,#3,#5,#7,#9 და #11 კორპუსების ეზოებში.
თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მონიტორინგის მიზნით, აღნიშნულ მისამართებზე იმყოფებოდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.