თელავში კიდევ ერთი რეაბილიტირებული სპორტული მოედნი გაიხსნა
თელავს კიდევ ერთი რეაბილიტირებული სპორტული სივრცე შეემატა.
აღმაშენებლის #7-თან მდებარე სტადიონი დღეს ოფიციალურად გაიხსნა.
რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყო საკალათბურთო და საფეხბურთო მოედნები, დაიგო ხელოვნური საფარი.
პროექტის ღირებულებამ, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, 141 710 ლარი შეადგინა.