მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში მოქალაქეთა საპროექტო წინადადებების კენჭისყრის ეტაპი დაიწყო
მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეთა საპროექტო წინადადებების კენჭისყრის ეტაპი დაიწყო.
კენჭისყრაზე 10 საპროექტო იდეა გადავიდა.
გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე და მხარი დაუჭირეთ თქვენსთვის სასურველ პროექტს.
-ბმულზე გადასვლის შემდეგ გამოჩნდება ფანჯარა, სადაც უნდა შეიყვანოთ თქვენი პირადი მონაცემები: სახელი და გვარი, პირადი ნომერი, სქესი, ტელეფონის ნომერი.
-შემდეგ მონიშნეთ გრაფა „ვეთანხმები ხმის მიცემის წესებს“ და დააჭირეთ ღილაკს „SMS კოდის მიღება“.
თქვენ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებთ ვერიფიკაციის კოდს. აღნიშნული კოდის შეყვანის შემდეგ გადახვალთ საპროექტო იდეების ჩამონათვალზე.
-მონიშნეთ თქვენთვის მისაღები ერთი იდეა და დააჭირეთ ღილაკს „შედეგის გაგზავნა“.
-ერთი პირადი ნომრით და ერთი ტელეფონის ნომრით მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ კენჭისყრაში მონაწილეობა.
გისურვებთ წარმატებებს!
კენჭისყრა დასრულდება 26 სექტემბერს 24:00 საათზე.
პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო
თანამშრომლობის საზოგადოების პროგრამის „კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ მხარდაჭერით.