ზამთრის სეზონზე ოჯახების სათბობით უზრუველყოფის პროგრამა

18 ოქტომბერი, 2024

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურმა, ზამთრის სეზონზე ოჯახების სათბობით უზრუნველსაყოფის პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციართა დაფინანსება დაიწყო.

პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 300 000 ლარს შეადგენს.

16 ოქტომბრის ჩათვლით, ბენეფიციართა მომართვიანობის საფუძველზე, უკვე 963 ოჯახი დაფინანსდა 96 300 ლარით.

მუნიციპალიტეტის მერიაში პროგრამით სარგებლობასთან დაკავშირებით განაცხადების მიღება წლის ბოლომდე გაგრძელდება.

ზამთრის სეზონზე სათბობით უზრუნველსაყოფად ერთჯერად დაფინანსებას ის სოციალურად დაუცველი ოჯახები მიიღებენ, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და რეგისტრირებულნი არიან თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

გააზიარე