საკრებულო თელავის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების ეკონომიკური განვითარების გეგმის დემტკიცებაზე იმსჯელებს
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო მორიგ სხდომაზე ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცებაზე იმსჯელებს. დოკუმენტი დღეს ბიუროს სხდოამზე მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამხახურის უფროსმა წარადგინა. გიორგი თავბერიძემ აღნიშნა, რომ გეგმის შემუშავების პროცესში ძირითად მიმარღულებებად გამოიყო ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და შრომის ბაზარი, რომელიც მუნიციპალიტეტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობებია.
გარდა ამისა, წარმომადგენლობითი ორგანო მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულებაში ცვლილების პროექტსაც განიხილავს. საკრებულოს დადგენილების მიხედვით, თელავის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელი იქმნება.
საკრეულოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებული კიდევ 7 პროექტის დამტკიცებაზე იმსჯელებენ. წარმომადგენლობითი ორგანოს მორიგი სხდომა 29 აპრილს, 12 საათზე ჩაინიშნა.