საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი ცნობილია

29 ივნისი, 2021

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ წარმომადგენლობითი ორგანოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა.

საკრებულო 6 ივლისს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 2 სახნავი მიწის ნაკვეთისა და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი მიწის ნაკვეთის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის საკითხს განიხილავს. საკრებულოს განკარგულების მიღებისა და შესაბამისად აღნიშნული მიწების ნაკვეთების გაყიდვის შემთხვევაში ბიუჯეტში 180 000 ლარზე მეტი შემოვა.

წარმომადგენლობითი ორგანო ასევე განიხილავს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელ პროექტებში ცვლილების შეტანის საკითხს.

საკრებულოს სხდომაზე ასევე იმსჯელებენ თელავის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე წარმატებული სპორტსმენებისა და სპორტული კლუბების წევრი, მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ“ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელებისთვის ფულადი ჯილდოს დაწესების ინიციატივა კი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილს ეკუთვნის.

წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ კიდევ ექვს საკითხს განიხილავენ.

საკრებულოს მორიგი სხდომა 6 ივლისს, 12 საათზე ჩაინიშნა.

გააზიარე