ცხელი ხაზი : 0350 27 36 50

სამედიცინო მომსახურების დაფინანსება

ქვეპროგრამით სარგებლობა მოიცავს სტაციონალური, ამბულატორიული და სარეაბილიტაციო მომსახურების დაფინანსებას, გარდა სტომატოლოგიური მომსახურებისა. ქვეპროგრამით მოსარგებლე სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია თელავის მუნიციპალიტეტი და მათი მოქმედი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს; თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა მშობლები; მარჩენალდაკარგულები; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები; შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის პირები; იძულებით გადაადგილებული პირები; 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის შედეგად დაზარალებულები; ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები. ქვეპროგრამით სარგებლობა შესაძლებელია წლის განმავლობაში ერთჯერადად. დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება:

ა) პაციენტის მხრიდან გადასახდელი თანხის 80%-ით, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით;

ბ) ქვეპროგრამის მოქმედება აგრეთვე გავრცელდეს იმ ბენეფიციარებზე, რომლებიც არ განეკუთვნებიან ქვეპროგრამით გათვალისწინებულ არც ერთ სამიზნე ჯგუფს, მაგრამ განიცდიან ეკონომიკურ გაჭირვებას, საჭიროებენ დახმარებას და პაციენტის გადასახდელი თანხა აღემატება 1500 ლარს. ასეთი კატეგორიის ბენეფიციარებზე სამედიცინო მომსახურების დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თელავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი კომისია. დაფინანსება განხორციელდეს პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის 80%-ის ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით;

გ) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

გ.ა) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის განცხადება;

გ.ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ.გ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვეპროგრამის საჭიროებიდან გამომდინარე);

გ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა);

გ.ე) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ.ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან ამონაწერი მოქმედი სარეიტინგო ქულის შესახებ, ან ცნობა ბაზაში რეგისტრაციის არქონის შესახებ;

გ.ზ) დასაფინანსებელ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამის, ან კერძო დაზღვევის ფარგლებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაცემული დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ.თ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია.

 

დადგენილება N3

გააზიარე