შალაურში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

15 May, 2020

ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტში დროებით შეჩერებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა.

სოფელ შალაურში ორი შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ჯამში, 1 300 მეტრის სიგრძის გზა მოასფალტდება, მოეწყობა სანიაღვრე არხები.

პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 359 833 ლარით ფინანსდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ,,საგზაო-სარემონტო-სამშენებლო კომპანია სერპანტინი,, ახორციელებს.

 

 

გააზიარე