სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა
2024 წლის 19 ივნისს, 11 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა ჩატარდება. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 1 საკითხზე იმსჯელებენ.
დღის წესრიგი
1. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N24 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი გიორგი ხაჭაპურიძე
მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16.