თელავში გია ამისულაშვილის სახელობის ტურნირი ჩატარადა

29 ნოემბერი, 2021

თელავში, გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე გია ამისულაშვილის სახელობის ტურნირი ჩატარადა.

ტურნირში კახეთის რეგიონის მასშტაბით 8 გუნდი მონაწილეობდა (2008 წელს დაბადებული მოზარდები).

გამარჯვება თელავის ახალგაზრდულმა ნაკრებმა მოიპოვა, მეორე ადგილი გურჯაანის ნაკრებმა დაიკავა, მესამე ადგილზე კი დედოფლისწყაროს გუნდი გავიდა.

გამარჯვებულ გუნდებს მედლები, სიგელები და ფულადი პრიზები გადაეცათ.

გია ამისულაშვილის სახელობის ტურნირი ფეხბურთში წელს პირველად ჩატარდა.

 

გააზიარე