თელავში, გვირაბის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
თელავში, გვირაბის ქუჩის პირველი შესახვევის მოასფალტების სამუშაოები დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, დაზიანებული საფარის ნაცვლად მოეწყობა ორფენიანი ასფალტის საფარი. ასევე, საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ რკინა-ბეტონის კედლებს ჩაუტარდება გამაგრების სამუშაობი.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 78 352 ლარით ფინანსდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გზამშენი 2005,, ასრულებს.