თელავში შშმ პირების უფლებების დაცვის სისტემის ჩამოყალიბებაზე იმსჯელეს

11 ივნისი, 2021

USAID-ის პროექტის ფარგლებში, რომელიც შშმ პირების მხარდაჭერას და ადგილობრივ დონეზე შშმ პირების უფლებების დაცვის სისტემის ჩამოყალიბებას გულისხმობს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საკონსულტაციო შეხვედრაზე თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ფიქრია ყუშიტაშვილმა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა გიორგი ენუქიძემ პროექტის კოორდინატორებისგან პროექტის მიზნებისა და შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს.

პროექტის ფარგლებში, კონტრაქტორი ორგანიზაცია MAC Georgia 6 საპილოტე მუნიციპალიტეტში - თელავში, ლაგოდეხში, ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთსა და ზუგდიდში იმუშავებს.

პროექტში ჩართულია საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციაც.

 

 

 

გააზიარე