თელავში უსაფრთხო საგზაო მოძრაობის წესების შესახებ სემინარი ჩატარდა

1 დეკემბერი, 2021

თელავის ექსტრემალთა სპორტული კლუბის, საქართველოს ქალთა ავტოსპორტის ფედერაციის ორგანიზებით და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით უსაფრთხო საგზაო მოძრაობის წესების შესახებ სემინარი ჩატარდა.

ქალაქის მასშტაბით მოეწყო ავტო-მოტო ფესტივალი, თელავის სპორტის სასახლის ავტოსადგომზე კი გაიმართა ავტო-რბოლა ფიგურული სლალომის სახეობაში.

რბოლა ჩატარდა ქალთა და მამაკაცთა შორის, ქალთა შორის პირველი ადგილის მფლობელი გახდა საქართველოს ქალთა ავტოსპორტის ფედერაციის მრავალგზის ჩემპიონი ნინი კვარაცხელია, ხოლო მამაკაცთა შორის პირველი ადგილი მოიპოვა თელავის ექსტრემალთა სპორტული კლუბის წევრმა.

გამარჯვებულები კომპანია ,,რეინოლმა,, დააჯილდოვა.

 

 

გააზიარე