თელავში ვირტუალური გამოფენა "ვაზი გვათბობს" გაიმართა

30 ივნისი, 2020

"მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის" ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ნახატების ვირტუალური გამოფენა მოეწყო თემაზე - "ვაზი გვათბობს", რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თელავის ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის, საჯარო სკოლებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელებმა.

კამპანიაში აქტიურად ჩართულ მონაწილეებს თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი შეხვდა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

"მდგრადი ენერგეტიკის კვირეული" ევროკავშირის ეგიდით ყოველწლიურად იმართება.

გააზიარე