ა(ა)იპ თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი

ა(ა)იპ თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი წარმოადგენს  შემოქმედებით, სახელოვნებო  – საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის დაქვემდებარებაშია: თელავის მუნიციპალიტის სოფლების - აკურის, ვანთის, ბუშეტის, კონდოლის, წინანდლის, კისისხევის, კურდღელაურის, გულგული, ვარდისუბნის, რუისპირისა და წინანდლის კულტურის სახლები, მუსიკალური ბენდები - „ღამურები“ და „მუსიკის ქალაქი“;  ანსამბლები - „წინანდალი“ და „პატარა კახი“; ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „თელავი“, „ქალთა ტრიო“ და ქალთა კამერული გუნდი - „კახეთის ჰანგები“ .

კულტურის ცენტრის ამოცანები და საქმიანობის საგანია ხალხური და თანამედროვე შემოქმედების ძიება და პოპულარიზაცია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ასევე, კულტურულ-საგანმანათლებლო, შემოქმედებითი ღონისძიების,  ფესტივალების, თემატურის საღამოების დაგეგმვა და განხორციელება.

 

ა(ა)იპ თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის მისამართი: ქ.  თელავი, ჭადრის ქუჩა #2

☎  0(350) 271452

✉ telavi.kulturiscentri@gmail.com

 

 

ა(ა)იპ თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორი

ზაქარია რაზმაძე

✆ 577535351

Share page