საფინანსო - საბიუჯეტო სამსახური

 თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ფუნქციებია:

  • თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტების შემუშავება, ბიუჯეტის შესრულება და შესრულების ანგარიშის მომზადება;
  • თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების ანალიზი, შესაბამისი ინფორმაციებისა და წინადადებების მომზადება;
  • დადგენილი წესის შესაბამისად, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებაზე წინადადებებისა და გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • მერის წინაშე წინადადების წარდგენა, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის მიზნით;
  • ადგენს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენა, რისთვისაც: 
    • თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მოსამზადებლად, კანონმდებლობის შესაბამისად, შეიმუშავებს საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს, საბიუჯეტო ორგანიზაციებზე დასაგზავნად; 
    • უზრუნველყოფს თელავის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღება – დამუშავებას, განხილვას, საჭიროების შემთხვევაში, თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტში შეტანამდე ამზადებს წინადადებებს მათ დასაზუსტებლად; 
    • შემოსულობების პროგნოზირებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით; 
    • თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტში ასახავს: ბიუჯეტის შემოსულობების საერთო თანხას, ადგილობრივ ბიუჯეტში ჩასარიცხი მოსაკრებლების, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ფინანსური დახმარებისა და სხვა შემოსულობებს გადასახადების წყაროების გამოყოფით და გადასახდელების საერთო თანხას საბიუჯეტო ასიგნებების მხარჯავ დაწესებულებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, დასაფინანსებელ პროგრამებსა და ღონისძიებებზე განაწილებით, ქვეყანაში მოქმედი საბიუჯეტო კლასიფიკაციების შესაბამისად;  სამსახური, კანონით დადგენილ ვადებში წარუდგენს მერს ბიუჯეტის პროექტს საკრებულოში შესაბამის დადგენილების პროექტთან ერთად წარსადგენად.
  • დადგენილი წესის თანახმად, ამზადებს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტს ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად – მასალებს საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შესახებ, განწერაში ცვლილების შესატანად;
  • ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულებას, რისთვისაც:
    • აღრიცხავს გაწეულ გადასახდელებს, რაც მოიცავს ინფორმაციას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით გადახდის განხორციელების ყველა ეტაპის შესახებ. იგი ასევე აღრიცხავს საბიუჯეტო კლასიფიკაციით გათვალისწინებულ შემოსულობებს;
    • ადგენს დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალების ან თვეების მიხედვით;
    • უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან შემოსულობების შესახებ მიღებული ინფორმაციის დამუშავებას;
    • დადგენილი წესის თანახმად, ამზადებს თელავის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ვალდებულებებს და საგადახდო მოთხოვნებს;
    • იღებს და ამუშავებს საბიუჯეტო ორგანიზაციების საბიუჯეტო ვალდებულებებს და საგადახდო მოთხოვნებს;
    • დადგენილი წესის მიხედვით, ახდენს ხელშეკრულებების, ვალდებულებების რეგისტრაციას და რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებების შესაბამისი საგადახდო მოთხოვნის თანხის გადახდას;
    • დადგენილი წესის მიხედვით, ახდენს საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელშეკრულებების, ვალდებულებების რეგისტრაციას და რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებების შესაბამისი საგადახდო მოთხოვნის თანხის გადახდას;
    • მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, ახორციელებს სარეზერვო ფონდიდან სახსრების გამოყოფას;
  • ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვის და შესრულების წლიური ანგარიშის მომზადებას, რისთვისაც:
    • უზრუნველყოფს ბიუჯეტის ყოველდღიური შემოსულობების შესახებ ინფორმაციის მიღებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისაგან, აღრიცხავს და აანალიზებს ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების მდგომარეობას;
    • იღებს ინფორმაციებს ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების გამოყენების შესახებ;
    • ადგენს პერიოდულ და წლიურ საბუღალტრო ანგარიშებს;
    • კანონმდებლობით განსაზღვრული ერთიანი კომპიუტერულ-საინფორმაციო ბაზის მეშვეობით, ახორციელებს საქმიანობის პროგრამულ უზრუნველყოფას;
    • მოთხოვნის საფუძველზე ახდენს ინფორმაციის მიწოდებას მერიის შესაბამის სამსახურებზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შედეგად საურავებისა და ჯარიმების, აგრეთვე მოსაკრებლებისა და სხვა არასაგადასახადო შემოსავლების სახით, თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ჩარიცხული თანხების შესახებ;
    • ამზადებს სამსახურში შექმნილი დოკუმენტებს არქივისათვის გადასაცემად, ასევე ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთანუსხების, მათი გაანგარიშებების და სხვა დოკუმენტების შენახვას.
  • ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

სამსახურის სტრუქტურაში შედის ორი განყოფილება:

სამსახურის სტრუქტურა, ფუნქციები და ამოცანები, იხილეთ დებულებაში

საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი

 

ნათია ვაყელიშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია

✆ -  595 288805

✉ - natia.vakelishvili@telavi.gov.ge

სამუშაო გამოცდილება

2015წ. - დღემდე - თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი;
08.2014 – 01.2015წწ. - თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის სამეურნეო, საბიუჯეტო, საგეგმო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსი;
05.2008 – 08.2014წწ. - თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის განყოფილები უფროსი ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში;
04.2008 – 05.2008წწ. - თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის მთავარი სპეციალისტი ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში;
02.2007 – 04.2008წწ. - თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის მთავარი სპეციალისტი ხაზინის საკითხებში;
02.2006 - 03.2006წწ. - თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის სტაჟიორი;
2002-2006წწ. - თარჯიმანთა ბიურო „პოლიგლოტი“, თარჯიმანთა ბიურო „ჯი-ლაინი“ - სპეციალიტი.

განათლება

1997-2002წწ. ი. გოგებაშვილის სახელობოს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკა-ინფორმატიკის სპეციალისტი (მაგისტრი);
2002-2006წწ თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბისზნესის და სამართლის ფაკულტეტი, იურისტი.

 

სამსახურის განყოფილებები

 საბიუჯეტო განყოფილება

განყოფილების უფროსი

ნინო ჩურხაული

✆ -  599 857988

✉ -  nino.churkhauli@telavi.gov.ge 

საბიუჯეტო განყოფილებაში დასაქმებულია 1 უფროსი სპეციალისტი, 2 უმცროსი სპეციალისტი.

სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება

განყოფილების უფროსი

ნინო ოთარაშვილი

✆ - 599 222909

✉ - nino.otarashvili@telavi.gov.ge 

სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებაში დასაქმებულია 2 უფროსი სპეციალისტი, 1 უმცროსი სპეციალისტი.

Share page