Hot line : 0350 27 36 50 საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საფინანსო-საბიუჯეტო კომისია

კომისიის წევრები


  • ზურაბ ლილუაშვილი - თავმჯდომარე
  • უჩა ჭოტიაშვილი - წევრი
  • თამარ ხატიაშვილი - წევრი
  • ოთარი ესიტაშვილი - წევრი
  • გივი ლაფაური - წევრი
  • მამუკა ბურდიაშვილი - წევრი
  • თენგიზი მთვარელიშვილი - წევრი
  • გიორგი ხაჭაპურიძე - წევრი
  • გიორგი ქართლელიშვილი - წევრი
  • გიგი გიგიტელაშვილი - წევრი
  • რუსუდან იმერლიშვილი - წევრი
  • ნინო ომანიძე - წევრი
  • იმედა კევლიშვილი - წევრი

საფინანსო-საბიუჯეტო კომისია წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საკრებულოს რეგლამენტით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას:
  • სამუშაო გეგმის შესაბამისად შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომისთვის ამზადებს გადაწყვეტილებათა პროექტებს და წარუდგენს საკრებულოს;
  • აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესს, განიხილავს შემოსულობებისა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლებს და შეიმუშავებს შესაბამის დასკვნებს და რეკომენდაციებს;
  • განიხილავს და ამზადებს დასკვნებს ბიუჯეტის პროექტთან და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებასთან, აგრეთვე დამტკიცებულ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან და დამატებებთან დაკავშირებით;
  • საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს ფრაქციის ან/და საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიერ ინიცირებული ბიუჯეტის პროექტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამგებლისათვის გაგზავნილი შენიშვნებთან შესაბამისობის შესახებ;
  • განიხილავს და ამზადებს დასკვნას მუნიცაპილიტეტის გამგეობის საფინანსო ორგანოს მიერ მომზადებული ბიუჯეტის ყოველთვიური და ყოველკვარტალური განწერის შესახებ;
  • ყოველთვიურად განიხილავს მუნიცაპილეტის გამგეობის საფინანსო ორგანოს მიერ მომზადებული მუნიციპალიტეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით წარმოდგენილ ანგარიშს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს;
  • შეიმუშავებს წინადადებებსა და დასკვნებს ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათზე შეღავათების დადგენის, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
  • განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემაზე, ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 5%-ს;
  • განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებაზე;
  • საკრებულოს მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიული პირების კონტროლს;
  • იღებს გადაწყვეტილებას კომისიიდან საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ;

კომისიის უფლებამოსილება, ფუნქციები და ამოცანები, იხილეთ დებულებაში

Share page