ალექსანდრე შათირიშვილის 2015-2016 წლების ანგარიში
7 მარტს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა - ალექსანდრე შათირიშვილმა საზოგადოებას 2015-2016 წლების ანგარიში წარუდგინა. შეხვედრას, რომელიც კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა - კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, გუბერნატორის მოადგილე - გივი მეტრეველი, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გამგებელმა თელავის მუნიციპალიტეტის 2014-2017 წლების ბიუჯეტზე, ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებზე, 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების გეგმაზე და 2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდიდან გამოყოფილ ტრანსფერებზე ისაუბრა. ანგარიშში ასევე წარმოდგენილი იყო 2015-2016 წლებში შესრულებულ ინფრასტრუქტურული სამუშაოებზე დახარჯული თანხები და 2017 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები.
ფოტოები იხილეთ Facebook-ზე: