ახალგაზრდული საბჭოს ტრენინგ-კურსი ბორჯომში

28 March, 2017
24-26 მარტს ბორჯომში საერთაშორისო ორგანიზაცია "World Vision საქართველო"-ს "კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამისა" და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ახალგაზრდული საბჭოს წევრების 3 დღიანი ტრენინგ-კურსი ჩატარდა. პირველ დღეს სპეციალურად მოწვეულმა ტრენერებმა საბჭოს წევრების ახალგაზრდული საქმიანობის ისტორია და დღევანდელობა გააცნეს. ტრენინგ-კურსის მეორე დღე სრულად დაეთმო ახალგაზრდული საბჭოს დებულების შემუშავებას და იმ მექანიზმების გათვალისწინებას, რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობას ხელს შეუწყობს. 3 დღის განმავლობაში ახალგაზრდებმა ექსპერტებთან ერთად საბჭოს დებულების სტრუქტურასა და ფორმებზე იმუშავეს. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსის - შოთა ჩეკურიშვილის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებს საბჭოს და ახალგაზრდებთან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს.
ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:
პირველი დღე
-ზე:
მეორე დღე -ზე:
მესამე დღე -ზე:


Share page