სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება

სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება შედის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დაქვემდებარებაში.
სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების ფუნქციებია:

  • ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების ყოველდღიური აღრიცხვა;
  • ხელშეკრულებების აღრიცხვა, ანალიზი და ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირება;
  • საბიუჯეტო ვალდებულებების დოკუმენტების მიღება (სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან (ა(ა)იპ-ებიდან)/შექმნა (ხელშეკრულებების, საბიუჯეტო რესურსების და საბიუჯეტო კლასიფიკაციასთან შესაბამისად) ელექტრონული სისტემის მეშვეობით კანონმდებლობის შესაბამისად;
  • საგადახდო მოთხოვნების დოკუმენტების მიღება სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან (ა(ა)იპ-ებიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული ელექტრონული სისტემის მეშვეობით აღებული ვალდებულებების შესაბამისად;
  • სამეურნეო მოვლენის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე, რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებიდან საგადახდო მოთხოვნის შექმნა (დოკუმენტების რეკვიზიტების სისრულის შემოწმებას და მათ შედარებას შესაბამის ხელშეკრულებებთან და ვალდებულებებთან) კომპიუტერული ელექტრონული სისტემის მეშვეობით;
  • თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების ყოველთვიური ან/და კვარტალური და წლიური ინფორმაციის მომზადება და საბიუჯეტო განყოფილებისთვის წარდგენა;
  • ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე პასუხისმგებელი სამსახურებიდან/იურიდიული პირებიდან წერილების მიღება, რომელსაც თან ერთვის სამეურნეო მოვლენის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია;
  • წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემდეგი მონაცემების შემოწმება:
    •  წარმოდგენილ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული ფაქტობრივი თანხის შესაბამისობა აღებულ ვალდებულებასთან;
    •  ფაქტობრივი შესრულების ვადის შესაბამისობა ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ ვადასთან;
    •  რეკვიზიტების შედარება ხელშეკრულებასთან;
  • კანონმდებლობის შესაბამისად, წინასწარი (ავანსი) გადახდის დოკუმენტაციის მომზადებას (ელექტრონულ ბაზაში) და წინასწარი გადახდის დამოწმებას საგადახდო მოთხოვნით გათვალისწინებულ ვადაში;
  • საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაციის უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
  • „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებში ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ დადგენილი წესის შესაბამისად, განხორციელებული ფაქტობრივი ხარჯების, არაფინანსური აქტივებით, ფინანსური აქტივებითა და ვალდებულებებით ოპერაციების აღრიცხვა;
  • დამტკიცებული ფორმების შესაბამისად, ფინანსური ანგარიშგების დადგენილ ვადებში შედგენა;
  • თელავის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემი თანხების თავისდროული დარიცხვა, უწყისების შედგენა და გაცემა;
  • საგადასახადო დეკლარაციის შედგენა და დადგენილ ვადაში შესაბამის ორგანოში წარდგენა;
  • მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ თანხებზე შესაბამისი ვალდებულების და საგადახდო მოთხოვნის მომზადება, მონაცემთა ბაზაში შეტანა;
  • იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სამეურნეო მოვლენის შედეგად ანგარიშსწორებათა სრული და დროული აღრიცხვა;
  • ეკონომიკური მოვლენების აღრიცხვა ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროების მიხედვით;
  • არაფინანსური და ფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვა;
  • ბუღალტრული აღრიცხვის მატერიალური/ელექტრონული ფორმის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვა და არქივში ჩასაბარებლად მომზადება;
  • მეთოდოლოგიური დახმარება, მისი კომპეტენციის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულებსა და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებს საბუღალტრო აღრიცხვა - ანგარიშგების გაუმჯობესებისა და მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის დროს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების სწორად განხორციელების საკითხებზე;
  • წარმოდგენილი საბუთების შესაბამისად თელავის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული აღრიცხვა;
  • მოქმედი კანონმდებლობისა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების შესრულება.
 

სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსი

 

 

 

ნინო ოთარაშვილი

✆ - 599 222909
✉ - nino.otarashvili@telavi.gov.ge 

Share page