უანგარო დონაციის აქცია
2018 წლის 31 მაისს თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ჩაერთნენ უანგარო დონაციის აქციაში და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ქ. თბილისის მერიის შპს სისხლის გადასხმის სადგურის მიერ მოწყობილ ლაბორატორიულ კაბინეტში, აუცილებელი სამედიცინო შემოწმების შემდეგ, ჩაუტარდათ სისხლის გაცემისთვის საჭირო პროცედურები.