ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი წინანდალსა და ბეშენოვას შორის

6 June, 2018

2018 წლის 6 ივნისს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალსა და სლოვაკეთის რესპუბლიკის ჟილინის მხარის რუჟომბეროკის რაიონის სოფელ ბეშენოვას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც მხარეები ითანამშრომლებენ ტურიზმის, კულტურის, განათლების, სპორტის, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით. 
მემორანდუმს ხელი მოაწერეს თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსმა ვაჟა ლეშკაშელმა და ჟლინის მხარის რუჟომბეროკის რაიონის სოფელ ბეშენოვას გამგებელმა მარტინ ბარანმა.
მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

იხილეთ ფოტოალბომი

Share page