ც ნ ო ბ ა
თელავის მუნიციოპალიტეტის საკრებულოში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „თელავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში და ფრაქციებში „თელავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ პროექტის განხილვა განხორციელდება 2018 წლის 21 ნოემბრამდე;
დადგენილების პროექტი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განხილვა განხორციელდება 2019 წლის 01 იანვრამდე;
დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს „თელავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების წარდგენა შეუძლიათ შემდეგ მისამართზე: ქ. თელავი ერეკლე II-ის გამზირი N16 (პასუხიმგებელი პირი: ტარიელ გალახვარიძე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი; ტელ: 599857722. Email: telavimunicipalitycouncil@gmail.com ოფიციალური ვებ გვერდი: www.telavi.gov.ge)