თელავში ლიეტუვის სახელობის სკვერი გაიხსნა

8 November, 2018

თელავში ლიეტუვის რესპუბლიკის სახელობის სკვერი გაიხსნა. ახალ სკვერში, რომელიც ცენტრალური ხევის სანაპიროზე მდებარეობს თელავისა და ლიეტუვის ქალაქების - ანიკშჩიაის და კედაინიაის მეგობრობის მემორიალი დაიდგა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: თელავის მუნიციპალიტეტის მერი - შოთა ნარეკლიშვილი, მერის პირველი მოადგილე - გიორგი თუშიშვილი, მერის მოადგილე - ალექსანდრე საჩიშვილი, ლიეტუვის რესპუბლიკის ქალაქების - კედაინიაის და ანიკშჩიაის დელეგაციების წარმომადგენლები, ხელოვანი - ლევან სეფაშვილი - სკვერის გახსნის ერთ-ერთი ინიციატორი, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თელავის მუნიციპალიტეტის - მერმა შოთა ნარეკლიშვილმა. მან მადლობა გადაუხადა ლიეტუვის წარმომადგენლებს ქალაქ კედაინიაიში თელავის სახელობის სკვერის გახსნისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრული კავშირის ჩამოყალიბებას.

ალბომი

Share page